მთავარიკუბიულტრამემარჯვენე პარტიების მიერ ინტერნეტში განთავსებული რეკლამები

ულტრამემარჯვენე პარტიების მიერ ინტერნეტში განთავსებული რეკლამები

ევროპარლამენტის არჩევნების დაწყებამდე პოლიტიკოსებმა და პარტიებმა სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსებაზე ხარჯები გაზარდეს. თუმცა რეკლამების განთავსებაზე პარტიებს შორის ყველაზე მეტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის, პარტია „ფიდესმა“ დახარჯა.

რეკლამები განთავსდა როგორც „გუგლის” ასევე მეტას პლატფორმებზე, „ფეისბუკსა” და „ინსტაგრამზე”. პარტიის მიერ ერთ თვეში დახარჯული თანხა 200 000 ევროს შეადგენს.

სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამების საშუალებით, „ფიდესი” თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ ბრიუსელის მიერ კონტროლირებად პარტიებად წარმოაჩენს. ამავდროულად პარტია საკუთარ თავს „მშვიდობის პარტიას” უწოდებს და სხვებს ომის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

გამოცემა „პოლიტიკო” წერს, რომ ვიკტორ ორბანის პარტიის მსგავსი რეკლამები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend