მთავარიაზიაღაზაისრაელმა ღაზაში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზაში თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელი ღაზაში განაგრძობს სამხედრო ოპერაციებს. ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ  ცენტრალურ ღაზაში მორიგ ავია და სახმელეთო ოპერაციებს დაიწყებდნენ.

ამ განცხადებიდან მალევე მათ თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლაზე ავიაიერიში მიიტანეს, რის შედეგადაც  დაიღუპა 30 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო. ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ისრაელის იერიშებს 70 პალესტინელის სიცოცხლე  ემსხვერპლა, ხოლო 300-ამდე დაიჭრა.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ „ჰამასისა“ და ისლამური „ჯიჰადის“ წევრები  სკოლის შენობას თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ. თუმცა ამის მტკიცებულება ჯერ არ წარმოუდგენიათ.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა ომი დაწყების შემდეგ, რომლის გამოც  ღაზის თითქმის მთელი მოსახლეობა დევნილად იქცა.

თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ  ცენტრალურ ღაზაში მორიგ ავია და სახმელეთო ოპერაციებს დაიწყებდნენ.

ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ისრაელის იერიშების შედეგად 70 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 300-ამდე დაიჭრა, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.

Copyright AP

შეერთებული შტატები კი კვლავ მოუწოდებს ისრაელსა და „ჰამასს“, დასთანხმდნენ სამეტაპიან შეთავაზებას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითვალისწინებს. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერჯერობით არ იზიარებს შეერთებული შტატების მოწოდებებს, რადგან ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, მისი მთავრობის დამხობაც მოჰყვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend