მთავარიკუბიყალბი ამბები ევროპაში მიგრაციაზე

ყალბი ამბები ევროპაში მიგრაციაზე

მიგრაცია ყოველთვის აქტუალური თემაა ევროპაში ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის დროს და ხშირად ამ საკითხზე დისკუსიის ფარგლებში ვრცელდება ყალბი ამბები და იზრდება პოლარიზაცია პარტიებსა და მოქალაქეებს შორის. იქნება ეს ბრალდება შეღავათებსა თუ იმიგრაციის მაჩვენებელზე, ბრალდება ხშირად პროვოკაციული ან უბრალოდ არასწორია.

ევრონიუსმა მოიყვანა ესპანეთის მაგალითი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ნათქვამია, რომ ესპანეთში მინიმალური საბაზისო შემოსავლის მქონე ადამიანების 97 პროცენტი მიგრანტია.

მინიმალური საბაზისო შემოსავალი ეს არის სოციალური უზრუნველყოფის დახმარება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად დაუცველთა ხელფასს. ეს ხელფასი მერყეობს 600 -დან 1400 ევრომდე თვეში, ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების შესაბამისად.

„ფეისბუკის“ ეს პოსტი არასწორია რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, აქ წერია, რომ მინიმალურ საბაზისო შემოსავალს გამოყოფს შრომის სამინისტრო, მაშინ როდესაც სინამდვილეში ამაზე პასუხისმგებელია სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის სამინისტრო.

ამავდროულად, პოსტში არასწორია ინფორმაცია პროცენტებთან დაკავშირებით, რადგან სამინისტრო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აპრილის თვეში ბენეფიციარების 82% -ს ესპანეთის მოქალაქეობა აქვს და მხოლოდ 17,6%-ია უცხოელი.

ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებშიც ასევე ვრცელდებოდა ემიგრანტების შესახებ რამდენიმე დეზინფორმაციული და მანიპულაციური ცნობა.

მაგალითად, ჰოლანდიელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ამტკიცებდა, რომ ამსტერდამის, ბრიუსელისა და ლონდონის მოსახლეობის უმეტესობა ემიგრანტია. ის ასევე ამბობს, რომ „დიდი ჩანაცვლების“ კონსპირაციული თეორია სიმართლეა და არა მემარჯვენეების ჰიპოთეზა და მართლაც ხდება ევროპის თეთრკანიანი მოსახლეობის შევიწროება ემიგრანტების მიერ.

ნიდერლანდების სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ამსტერდამის 37% დაიბადება ნიდერლანდების საზღვრებს გარეთ. ბელგიის სტატისტიკის სააგენტოს ცნობით, ბრიუსელი მაცხოვრებელთა 48% არ დაბადებულა ბელგიაში. რაც შეეხება ლონდონს, 2021 წლის აღწერამ აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მაცხოვრებელთა 41% არ დაბადებულა დიდ ბრიტანეთში.

აღსანიშნავია, რომ დაბადების ადგილი არ წარმოადგენს ადამიანის წარმოშობის ინდიკატორს.

ევრონიუსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იმიგრაცია წარმოადგენს ამომრჩევლებისთვის დიდ მნიშვნელობას.

გამოკითხვის მიხედვით, ევროპელების თითქმის ნახევარი არ ეთანხმება ევროკავშირის პოზიციას საიმიგრაციო პოლიტიკაზე და სასაზღვრო წესების გამკაცრებას ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend