ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები ევროპარლამენტის კენჭისყრის პროცესისთვის ემზადებიან. ბოლო ინფორმაციით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ულტრამემარჯვენე იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფიდან გარიცხეს.
შედეგად, შესაძლოა, ალტერნატიული ულტრამემარჯვენე პარტიების ახალი გაერთიანება ჩამოყალიბდეს. ახალ ჯგუფში გაერთიანების სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ევროპულმა ულტრამემარჯვენე პარტიამ.
ევროპული პოლიტიკის პროფესორი სტივენ ვან ჰეკე ამბობს, რომ რამდენიმე ევროპული პარტია რადიკალიზაციის გზას ადგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ყველა არ გაერთიანდება. უკეთესი იქნება ორი პოლიტიკური ჯგუფის ნაცვლად ერთი კი არა, არამედ სამი გაერთიანება ჩამოყალიბდეს. სტივენ ვან ჰეკეს თქმით, ეს არის ასევე მიზეზი, თუ რატომაც სურს მარინ ლეპენს პარტიისგან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დისტანცია.
ევრონიუსის გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტიებს მინიმუმ 23 დეპუტატი სჭირდებათ ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნიდან, რომელთაგან 15, სავარაუდოდ, პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იქნება.
კვლევები აჩვენებს, რომ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს. pic.twitter.com/i9EPl5tJNo
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) June 4, 2024
ევრონიუსის გამოკითხვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უკვე დაუკავშირდა ულტრამემარჯვენე პარტია “ბულგარეთის აღორძინება“.
ვარაუდობენ, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გარდა, გაერთიანდებიან ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდანაც.
ამ პარტიების გამაერთიანებელი შესაძლოა გახდეს მათი პრორუსული პოლიტიკური მიდგომა, როდესაც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკრაინის საკითხი იქნება.