მთავარიამერიკაკუბაპლატფორმა X პორნოგრაფიული მასალების პოლიტიკას ცვლის

პლატფორმა X პორნოგრაფიული მასალების პოლიტიკას ცვლის

ინტერნეტი უკვე დიდი ხანია არის სხვადასხვა ტიპის მასალების გამოსაქვეყნებელი რესურსი და არავის უკვირს, სოციალურ ქსელებში, მათ შორის ყოფილ ტვიტერზე, რომ ქვეყნდებოდა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი მასალა.

წლების განმავლობაში სოციალური ქსელის კომპანიები არაოფიციალურად აძლევდა მომხმარებლებს ასეთი ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების უფლებას, თუმცა ოფიციალურად არასდროს დაუშვია.

პლატფორმა X-მა გადაწყვიტა, რომ ეს შეცვალოს და განაახლა პლატფორმის მართვის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, უკვე ოფიციალურად, მომხმარებლებს ეძლევა უფლება გამოაქვეყნონ ზრდასრული და ძალადობის შემცველი კონტენტი რამდენიმე გაფრთხილების გათვალისწინებით.

მაგალითად, სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა უნდა იყოს აუცილებლად ნებაყოფლობითი აქტის მაჩვენებელი, რომელსაც ექნება გაკეთებული სპეციალური მონიშვნა, რათა პირდაპირ პლატფორმაზე არ გამოჩნდეს და მომხმარებელი მიხვდეს რომ ამა და ამ ვიდეოზე სექსუალური ხასიათის მასალაა.

იგივე წესები ვრცელდება ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მსგავს მასალებზეც.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე პოლიტიკას ცვლის პლატფორმა X, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიური გიგანტები ცდილობენ სხვადასხვა მარეგულირებელი უწყებების შენიშვნების გათვალისწინებას, რათა პორნოგრაფიულ მასალებზე ნაკლებად ხედავდნენ ბავშვები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend