ევროპარლამენტში მანდატის მსურველი პარტიების ლიდერებს ოფიციალურად 7 ივნისამდე აქვთ დრო ამომრჩევლებთან შესახვედრად. ევროპული საარჩევნო კამპანია ბოლო ეტაპზეა საფრანგეთშიც.
კანდიდატები აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც უმეტესწილად მიმართულია ახალგაზრდებისა და იმ ამომრჩევლების მოსაზიდად, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაუკეთებიათ არჩევანი.
კვირას ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორდან ბარდელამ, პარიზში ბოლო საჯარო შეხვედრა გამართა. გამოკითხვების მიხედვით, მემარჯვენე კანდიდატი 32%-ით ლიდერობს. ჯორდან ბარდელამ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ ემანუელ მაკრონის პარტია ,,რენესანსს“.
ამავდროულად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მათ არ უნდა დაუშვან ულტრამემარჯვენეების აღზევება. მაკრონის პარტიასთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობს სოციალისტი კანდიდატი რაფაელ გლუქსმანიც.
მან მიმართა იმ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის დაუჭერენ მხარს.
ახალგაზრდებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა მემარცხენე კანდიდატმა მანონ ობრიმაც, რომელიც La France Insoumise პარტიას წარმოადგენს. იგი სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ტულუზაში 3000 ადამიანის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ევროპარლამენტარ სოციალისტ რაფაელ გლუქსმანს 8,5%-ით ჩამორჩება. ოფიციალური კამპანიის პერიოდი პარასკევს დასრულდება. შაბათ-კვირას საფრანგეთის თითქმის 50 მილიონი მოქალაქე აირჩევს 81 ევროპარლამენტარს, რომლებიც ევროპის პარლამენტში მათი წარმომადგენლები იქნებიან.