გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საქართველოში 15-69 წლის ასაკის ქალების 50.1% ცხოვრების მანძილზე გამოუცდია ძალადობის შვიდი ფორმიდან ერთი მაინც. კერძოდ, ქალების 8.5% გამოუცდია სექსუალური ძალადობა ბავშვობაში.
რა გავლენას ახდენს ვადის ხანდაზმულობა ბავშვობის ასაკში ჩადენილ სექსუალური ძალადობის საქმეებზე – ამ თემაზე ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი საუბრობს ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში.