მთავარიევროპაუკრაინარუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას უტევენ

რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას უტევენ

რუსული ძალების მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შედეგად, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება.

არასაკმარისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობის გამო კი ვერ ხერხდება მსგავსი თავდასხმების მოგერიება და ენერგოქსელზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. უკრაინა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, გადასცენ საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი საშუალება და ასევე მისცენ უფლება, დასავლური შეიარაღებით იერიშები მიიტანონ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე.

პირველ ივნისს რუსეთმა უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით ენერგეტიკულ ქსელზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსახლეობას  ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავდასხმების შედეგად დაშავდა 19 მოქალაქე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მსგავს შემთხვევებთან გასამკლავებლად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი რესურსების დეფიციტის გამო, ზამთარში შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს.

AP Photo

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ძირითადი სამიზნე  ჩრდილოეთით ხარკივის რეგიონია, იგი თავს ესხმის სუმის,  ჩერნიჰივისა და დონეცკის რეგიონებსაც.

რუსეთი განახლებული შეტევით ცდის უკრაინელების თავდაცვის შესაძლებლობებს.

გასულ კვირას ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა უფლება,  გამოიყენოს ამერიკის მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე, რათა განიმუხტოს ის უზარმაზარი ზეწოლა, რომელიც ამჟამად ხარკივის რეგიონზეა.

მისი თქმით, უკრაინელებს  შეიარაღების გამოყენების უფლება შეზღუდული აქვთ. ამ შეიარაღებით მათ შეუძლიათ დაიცვან  ხარკივის  რეგიონი და იერიში მიიტანონ მხოლოდ გარკვეულ მანძილსა და სამიზნეზე.

უკრაინა დასავლელ მოკავშირეებისგან ითხოვს ნებართვას გამოიყენონ მათ მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს უსამართლო ტაქტიკური უპირატესობა აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend