მთავარიმსოფლიომსოფლიოში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები „პრაიდის თვეს“ აღნიშნავენ

მსოფლიოში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები „პრაიდის თვეს“ აღნიშნავენ

მსოფლიოს მასშტაბით ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები „პრაიდის თვეს“ აღნიშნავენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ქუჩებში გამოსული ათასობით მოქალაქე ცისარტყელას ფერებში იყო გამოწყობილი. მათ მარშს ნიუ-იორკის მოტოციკლისტ ქალთა კლუბი „სირენებიც“  შეუერთდა.

პრაიდის თვე. სან-პაულუ, 1 ივნისი 2024 წელი – Copyright AP

„გულწრფელად ვამბობ, რომ  ის განცდა, რომელიც მოტოციკლისტების აღლუმის დროს იგრძნობა, საოცარია.  ეს მისასალმებელი და დასამახსოვრებელია.. აქ ყველა კარგ დროს ატარებს, კეთილგანწყობილია. არც დაძაბულობაა”, – ამბობს კლუბ „სირენების“ წევრი, ერიკა იუ.

პრაიდის თვეს აღნიშნავენ ბრაზილიაშიც. სან-პაულუს მთავარ მაგისტრალზე ტრადიციულად მასშტაბური მარში გაიმართა.

ყოველწლიურ,  მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლგბტ ფესტივალზე ათიათასობით ადამიანი ჩავიდა. ბოლო წლებში ბრაზილიაში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების უფლებები სულ უფრო მეტად იზღუდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში 2019 წლიდან ტრანსფობია კანონით ისჯება, ტრანსგენდერებისა და ქვიარების მკვლელობის მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მაინც პირველ ადგილზეა. წელს, მარშის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციაზე ბრაზილიის ნაკრების ფორმებითაც გამოდიან.

„დაიწყო კამპანია, რომ ჩავიცვათ ბრაზილიის ნაკრების მაისურები. ამ წამოწყებაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი სათქმელი ისაა, რომ ეს მაისური ყველას ეკუთვნის. ჩვენ ის უნდა დავიცვათ, რისიც გვჯერა. არ შეიძლება, რომ ეს მაისური მხოლოდ ერთ ჯგუფთან ასოცირდებოდეს. ის ყველას ეკუთვნის. ამიტომაც გვაცვია“, – ამბობს მარშზე მისული ოსნირ კლაუდიანო.

პრაიდის თვეს აღნიშნავენ ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც. ტაილანდის მთავრობა განიხილავს კანონპროექტს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ.

პრაიდის თვე. ტაილანდი 1 ივნისი 2024 წელი – Copyright AP

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული იქნება.

„ეს აღლუმი მნიშვნელოვანი ეტაპია ლგბტქ+ თემისთვის. მე აქ ჩემს შეყვარებულთან ერთად მოვედი. მომავალ წელს,  როცა კანონსაც მიიღებენ,  დაქორწინებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ლგბტქ თემის წარმომადგენლებსა და ტაილანდს“, – ამბობს კუნჩანოკ კანტიფონგი, რომელიც მარშზე თავის პარტნიორთან ერთად მივიდა.

პრაიდის თვის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება და მარშია დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend