მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს

უნგრეთში ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის ,,პატივისცემა და თავისუფლების“ ლიდერმა პიტერ მაგიარმა მხარდამჭერებთან ერთად უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა.

ევროპარლამენტის არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს მიკერძოებაში ადანაშაულებენ.

„უკვე 14 წელია,  გვატყუებენ დილით, შუადღეს და საღამოს.  ყველა შესაძლებლობაზე ცრუობენ, მაშინაც კი, თუ კითხვას დასვამენ. სამი თვის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს  ერთი წუთითაც არ მივუწვევივარ არც ტელევიზიაში და არც რადიოში. ამ დროს საინფორმაციო გამოშვებების ნახევარი მაინც ეხება TISZA-ს პარტიასა და პიტერ მაგიარს. ისინი ყოველდღე სჩადიან დანაშაულს ყალბი ამბების გავრცელებით. სიტყვები არ მყოფნის“, – განაცხადა პარტია TISZA-ს ლიდერმა პიტერ მაგიარმა.

არტია TISZA-ს ლიდერი პიტერ მაგიარა – Copyright AP

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს კრიტიკოსები თავისუფალი მედიის დარბევასა და დემოკრატიული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორბანის პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია.

„იმედი მაქვს, რომ იქნება სამართლიანი დებატები, სადაც ყველა შეძლებს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. თუმცა, ბოლო 14 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ეს ფუჭი ოცნებაა”, – თქვა დემონსტრანტმა დრიენ კისიმ.

გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პიტერ მაგიარის პარტიამ შესაძლოა, ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების დაახლოებით 25% მოიპოვოს. ამ დროს ორბანის პარტია ,,ფიდესს“  სურს ყველაზე მეტი ხმის მიღება.

პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გაიმართებოდა დებატები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ის მასშტაბურ აქციებს გამართავდა ტელევიზიის შენობის  წინ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იძულებული გახდა, დასთანხმებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend