მთავარისაქართველო31 მაისს საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ

31 მაისს საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ

31 მაისის საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურმა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საპატიო ყარაულიც ესწრებოდა. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend