მთავარისაქართველოსაკონსტიტუციო სარჩელი „გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სარჩელი „გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ

30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენენ და გამოიყენებენ ყველა შიდა თუ საერთაშორისო მექანიზმს კანონის მოქმედების შესაფერხებლად მის უპირობო გაუქმებამდე.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისთვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება”, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თქვეს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბრძოლის ერთადერთ გზად არ მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში თუ ინსტიტუცია დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ იმოქმედებს, ისინი ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ – საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგენენ.

“ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ დავის ალტერნატიულ სამართლებრივ გზას, პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს”, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადავო კანონი ქვეყნის კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. ამ კანონის წინააღმდეგ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენას ისინი ივნისში გეგმავენ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე. წ. „უცხოური გავლენის“ კანონს არ დაემორჩილებიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend