მთავარისპორტისაკალათბურთო მასტერკლასები

საკალათბურთო მასტერკლასები

FIBA-სა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 28-31 მაისს „თბილისი არენა” მწვრთნელთა კლინიკას მასპინძლობს, სადაც ცნობილი სერბი მწვრთნელი ნენად ტრუნიჩი, ეროვნული ნაკრების თავკაცი ალეკსანდარ ჯიკიჩი და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ანატოლი ბოისა ახალგაზრდებს სხვადასხვა ტიპის მასტერკლასს უტარებენ. მწვრთნელებთან ერთად სემინარებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი რიჩარდ სტოქსიც, რომელიც პროფესიონალურ კალათბურთში მწვრთნელებისა და მსაჯების ურთიერთობებზე ისაუბრებს. ტრენინგებზე მიწვეულნი არიან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების, ა ლიგისა და სუპერლიგის გუნდების მწვრთნელები.

„საქართველოში პირველად ვარ. აქ FIBA-ს ევროპის სამწვრთნელო შტაბის სახელით ვიმყოფები, რათა სამწვრთნელო კლინიკაში ჩავერთო, როგორც ერთ-ერთი ტრენერი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართველი მწვრთნელები განვავითაროთ და მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა და სხვადასხვა საკალათბურთო საკითხზე საუბარი. მართალია, პირველად ვარ, თუმცა ყველაფერი ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, სამომავლოდაც ჩამოვალ საქართველოში”, – ამბობს ნენად ტრუნიჩი, სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend