რაფაჰში მძიმე ბრძოლები გრძელდება. წინა დღით ღაზის სამხრეთის ქალაქის ცენტრში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რაფაჰი უსაფრთხო ტერიტორიად იყო გამოცხადებული, ისრაელი მაინც აძლიერებს ავიაიერიშებს. მათი ძირითადი სამიზნე პალესტინელებით დასახლებული კარვებია.
ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ განახლდეს ევროკავშირის სასაზღვრო მისია რაფაჰში.https://t.co/g8Y9haics1
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) May 28, 2024
პალესტინელ დევნილებს დაჰპირდნენ, რომ რაფაჰზე იერიშს არ მიიტანდნენ. სწორედ ამიტომ გადმოვიდნენ ისინი აქ. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ტერიტორია ღამით მაინც დაბომბეს.
მეორე მხრივ, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზისა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ კონტროლი დაამყარეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონაზე, რომელიც ფილადელფის დერეფნის სახელწოდებით არის ცნობილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ადგილზე აღმოაჩინეს 20-ამდე გვირაბი, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზაში იარაღის შესატანად იყენებდა.
“Hamas has been holding our hostages in Rafah, which is why our forces are operating in Rafah. Hamas is holding our hostages in living hell across our border in Gaza, including in Rafah. We will not stop fighting for their freedom.”
🔴Watch the full statement by IDF Spokesperson… pic.twitter.com/QkdyjgyVBQ
— Israel Defense Forces (@IDF) May 30, 2024
ამასთან, ღაზაში მებრძოლი ისრაელელი სამხედროების დედებმა თელ–ავივში საპროტესტო აქცია გამართეს და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეწყვეტა მოითხოვეს. მათი თქმით, მთავრობას არ ანაღვლებს მძევლებისა და სამხედროების სიცოცხლე და ბედი.
ისრაელელი სამხედროების თქმით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 290 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.