მთავარიევროპამოლდოვააშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას 135 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას 135 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას ენერგოუსაფრთხოებისთვის და რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად დახმარების სახით 135 მილიონ დოლარს დაჰპირდა.

ამერიკის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ 85 მილიონი დოლარი, რომელიც შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 300-მილიონიანი დახმარების ნაწილია,  მოხმარდება ენერგოინფრასტრუქტურას, ასევე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, რომლებზეც უკვე დაიხარჯა გარკვეული თანხები.

ეს კი, თავის მხრივ, გააძლიერებს მოლდოვის ენერგოსისტემასა და ქსელს. 50 მილიონი დოლარი კი აგროინდუსტრიების გაუმჯობესებისა და ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვისაა გამოყოფილი. ბლინკენის თქმით, საბერძნეთიდან მოლდოვამდე არსებული ბუნებრივი აირის დერეფანი უფრო მეტად დაეხმარება მოლდოვას, საბოლოოდ გათავისუფლდეს და  აღარ იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე.

2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა მოლდოვას ფინანსური დახმარების სახით 774 მილიონი დოლარი გადასცა.

მოლდოვა, კი რომლის მოსახლეობა დაახლოებით 2,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, სრულად იყო დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივი აირის რესურსებზე.

2022 წლის ზამთრის პერიოდში კი ქვეყანა სერიოზული ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend