მთავარიკუბიგამოხმაურება „უცხოური გავლენის” შესახებ კანონზე

გამოხმაურება „უცხოური გავლენის” შესახებ კანონზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას უნდოდა გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ასევე წერენ იმასაც, რომ რუსული კანონი საქართველოში არ იმუშავებს, ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დაემორჩილება.

„ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს.

ეს საქართველოა და ჩვენ არ გავრუსდებით, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით”, – წერია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend