მთავარისაქართველოანაკლიის პორტს სავარაუდოდ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის პორტს სავარაუდოდ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის პორტის ინვესტორების კონკურსის გამარჯვებულად სავარაუდოდ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამოცხადდება, რადგან როგორც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, მხოლოდ ამ კომპანიამ წარადგინა საბოლოოო წინადადება კონკურსში. მანამდე გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ამ კონკურსში ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიები მონაწილეობდნენ. ამასთან, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. იმავე წყაროს ცნობით, ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ინვესტორის შერჩევის შემდგომ წესით უნდა დაფუძნდეს ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფოს ექნება 51%-იანი წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49%. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

„რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა! დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია: რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას” გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა! მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend