მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გიორგი მსხილაძე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს წარადგენს.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი თითქმის უცვლელად დაუბრუნა – მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა.

პრეზიდენტის ცვლილების მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს და მეორე დღეს დაკარგავს ძალას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას, შესაბამისად, ის შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსი და პრინციპები არ შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას, ევროკავშირის ნორმებსა და ის ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. მისივე თქმით, კანონი ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend