მთავარიგადაცემებიპრიზმასასკოლო ოლიმპიადა 2024

სასკოლო ოლიმპიადა 2024

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოდან „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ სასკოლო ოლმპიადისთვის შეკრიბა. აქ ისინი მსჯელობენ ევროინტეგრაციაზე, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე, სამოქალაქო ჟურნალისტიკზე, სამართალზე, ბიზნესსა და მეწარმეობაზე, ქიმიის, ბიოლოგიისა თუ ფიზიკის რთულ ამოცანებზე. რამდენიმე რთული და საპასუხიმგებლო ტურის შემდეგ  გამოვლიდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც აქ ჩაბარების შემთხვევაში უნივერსიტეტი სწავლას სრულად დაუფინანსებთ.

საქართველოს ევროპული მომავალი ამ ოლიმპიადაზეც უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო. ერთ-ერთი ფინალური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა ევროპარლამენტარების როლი მოირგეს და ასე იმსჯელეს ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. აქ მთავარი სწორი არგუმენტების ძებნა და კრიტიკული კითხვების დასმა იყო.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ სასკოლო ოლიმპიადებს 2022 წლიდან ატარებს, წელს პირველად ამ ოლიმპიადას მედიამიმართულება დაემატა. მოსწავლეებს ჟურნალისტური ნამუშევრები უნდა შეექმნათ და ასე გადმოეცათ მათი თაობის მთავარი სათქმელი. ახალგაზრდების მთვარი სათქმელი კი, მაგალითად, ის იყო, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტაა ბედნიერი ადამიანი. მაგალითად, ის რომ უამრავ მოსწავლეს შია, ან ბევრი მათგანი ისე ხდება სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი, რომ მათ სახელმწიფო ვერ იცავს.

წლევანდელ სასკოლო ოლიმპიადას 30 გამარჯვებული ჰყავს. ისინი ცალკეულ სპეციალობებში სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და პრიზებიც გადაეცათ. ჟიურის წევრი იქნებოდა თუ ამა თუ იმ მიმაართულების ლექტორი, ყველა, ვინც ამ ნამუშევრებს გაეცნო, ერთხმად აღნიშნავდა ამ ახალი თაობის თავისუფალი აზროვნების სტილს, ურთულესი არგუმენტების მოძიების უნარს და სათქმელის თამამად და გულწრფელად გადმოცემის უნარს.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სასკოლო ოლიმპიადა მომავალ წელს კვლავ გაიმართება და აქ ისევ დაელოდებიან მოსწავლეებს მთელი საქართველოდან…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend