მთავარისაქართველოირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს

ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ირაკლი შოთაძემ ეს გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ირაკლი შოთაძე ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება.

საქართველოს გენერალური პროკურორის თქმით, მან პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. თავის განცხადებაში ირაკლი შოთაძემ გასული წლების სამუშაოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორებისა და გამომძიებლების სპეციალიზაცია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend