“მერსი ქორფსის” პროექტის ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ინიციატივით მედიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი იყო ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებსა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “მერსი ქორფსის” WISE პროგრამის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ ისაუბრა.