ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირის და 14 ქვეყნის (ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად განცხადებას ავრცელებს საქართველოში ე.წ.
“აგენტების კანონის” მიღების შესახებ. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას ასახავს და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირი თავდასხმა.
მათი განცხადებით, მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა “საგანგაშო და რეპრესიული” ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია რომ ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია, გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ გზაზე. ეს კანონი კი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევას და ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირ თავდასხმას ემსახურება. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.
„ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით. არ დავაყოვნებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების სამიზნედ ქცევაზე, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ქართველ ხალხს ვეუბნებით. თქვენ მარტო არ ხართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.