ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
როგორც ის პლატფორმა X-ზე წერს, ევროპის დღეს მისი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მკაფიოა.
On Europe Day, my message to Georgia and the Georgian people is clear.
The EU fully supports your desire for a democratic and free society based on the rule of law.
This is the path to the EU and our shared future. This is the path the EU will support your country on.
— Charles Michel (@CharlesMichel) May 9, 2024
“ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის სურვილს, დემოკრატიული, თავისუფალი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საზოგადოების შესახებ. ეს არის გზა ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას”, — წერს შარლ მიშელი.