მთავარიმსოფლიოკავკასიაყარაჩაი-ჩერქეზეთში დაპირისპირების შედეგად 4 ოფიცერი დაიღუპა

ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაპირისპირების შედეგად 4 ოფიცერი დაიღუპა

ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცველებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკების შედეგად ორი ოფიცერი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ყარაჩაი-ჩერქეზეთში სამართალდამცველებზე თავდასხმისას ყველა შეიარაღებული პირი მოკლულია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თავდამსხმელთა იმავე ჯგუფმა გასულ კვირას მიიტანა კიდევ ერთ იერიში, რომლის შედეგადაც ორი ოფიცერი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს არც თავდამსხმელთა მოტივებისა და არც კუთვნილების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ და სამხედრო კამპანიებმა ჩრდილოეთ კავკასია რუსული კონტროლის ქვეშ დატოვა, ხშირად არის ტერორისტული საფრთხე და მსხვერპლიც.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო სამსახურმა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 14 პირი დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend