საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საკუთარი სახელმწიფოს მიერ ევროპულ უსაფრთხოებაში მეტი წვლილის შეტანის შესაძლებლობაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ პარიზი მეტი პასუხისმგებლობისთვის მზად არის.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, აუცილებელია ევროპის სარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა და ის მზად არის ამ საკითხზე საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
„მე მომხრე ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. დიალოგი უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, შორ მანძილზე სროლისთვის განკუთვნილ შეიარაღებასა და ბირთვული იარაღის საკითხებზე”, – განაცხადა მაკრონმა რეგიონულ მედიასთან საუბრისას.
საფრანგეთს ბირთვული შეიარაღების დაახლოებით 300 ერთეული აქვს არსენალში. ის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა ევროკავშირში.