მთავარიკუბიTikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ვიდეოპლატფორმის გაყიდვას არ გეგმავს

TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ვიდეოპლატფორმის გაყიდვას არ გეგმავს

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც აიძულებს ჩინურ კომპანია “ბაიტდენსს” გაყიდოს აპლიკაცია „ტიკტოკი“ ამერიკულ კომპანიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში „ტიკტოკი“ ამერიკაში დაიბლოკება.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, ამის შესახებ კომენტარი “ბაიტდენსმა” ჩინეთში მოქმედ პლატფორმაზე “ტოუტიაოზე” დაწერა.

აშშ-ში ტიკტოკის აღმასრულებელმა დირექტორმა შოუ ჩუმ განაცხადა, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ კანონის მიღებას სასამართლოში. უკვე რამდენიმე წელია, ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ „ტიკტოკის“ მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 პოლიტიკოსები თვლიან, რომ კომპანია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. ტიკტოკის აკრძალვის მცდელობები ტრამპის პრეზიდენტობისას დაიწყო. მან აპლიკაციის აკრძალვა ჯერ კიდევ 2020 წელს სცადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend