მათთვის, ვისაც მედიაში ინოვაციების დანერგვა აინტერესებს, “ფორსეტი” USAID-ის მედია პროგრამასთან ერთად “მედია ინოვაციის ჰაკათონს” იწყებს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისი ინტერესის სფერო მედია და ახალი ტექნოლოგიებია და ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი ინოვაციური მიდგომები მედიის სექტორის განვითარებას მოახმაროს. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 16 ათასი ლარია.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ფორსეტის“ პროგრამის ხელმძღვანელმა, ჯუბო ბერიძიშვილმა და USAID მედია პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, დაჩი გრძელიშვილმა ისაუბრეს.