მთავარიკუბიმსოფლიო ლიდერები ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

19 აპრილის ღამეს ისრაელმა ისპაჰანში, ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა. როგორც ცნობილია, ისპაჰანში ამ სამხედრო ბაზის გვერდით ბირთვული ინფრასტრუქტურა მდებარეობს. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, ირანულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ირანული წყაროები შემთხვევის გაშუქებისას ისრაელს არ ახსენებდნენ და წერდნენ, რომ აფეთქება ქვეყნის გარედან მომავალ თავდასხმას არ უკავშირდება.

19 აპრილს ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ საჯარო მიმართვაში 13 აპრილის მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა, თუმცა არ უხსენებია რამდენიმე საათის წინ მომხდარი შემთხვევა ისპაჰანში.

ჯერჯერობით თავდასხმის შესახებ, არც ირანული და არც ისრაელის მხარე კომენტარს არ აკეთებს.

სოციალურ ქსელში ამ საკითხს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend