14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი, თამარ ჩხეიძე საუბრობდა.