მთავარიკუბიTikTok-ი ქმნის Instagram-ის მსგავს აპლიკაციას

TikTok-ი ქმნის Instagram-ის მსგავს აპლიკაციას

ვიდეოპლატფორმა „ტიკტოკი“ მუშაობს ინსტაგრამის მსგავს, ფოტოების გაცვლის პლატფორმაზე, რომელსაც სავარაუდოდ, „ტიკტოკ ნოუტს“ დაერქმევა. ამის შესახებ შეტყობინება „ტიკტოკის“ მომხმარებლებმა მიიღეს, კომპანიამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მუშაობს ამ საკითხზე.

გზავნილში, რომელიც მომხმარებლებმა მიიღეს ვკითხულობთ, რომ „ტიკტოკი“ აამოქმედებს ახალ აპლიკაციას ფოტოებისთვის, სახელად „ტიკტოკ ნოუტს“.

„ტიკტოკზე“ ფოტოების შემცველი კოლაჟებიც ქვეყნდება ხოლმე, რომელსაც ფონად მუსილა ახლავს. ამ ახალ აპლიკაციაზე შესაძლებელი გახდება, პოსტის სახით გამოქვეყნება, თუმცა მომხმარებელს ექნება უფლება უარი თქვას იმაზე, რომ მისი პოსტი გაზიარდეს „ტიკტოკის“ ახალ აპლიკაციაზე.

კომპანიაში არ აზუსტებენ თუ როდის გახდა „ტიკტოკის“ ახალი აპლიკაცია ხელმისაწვდომი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური პლატფორმები ერთმანეთის მსგავსს პროდუქტებს ქმნიან. მაგალითად, 2020 წელს ინსტაგრამმა შექმნა „ტიკტოკის“ მსგავსი ფუნქცია ვიდეოების გაზიარების, რომელსაც ინსტაგრამზე რილსი ჰქვია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend