მთავარიმსოფლიოNATOნატოს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს ვალდებულებებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ამ კონფლიქტში უკრაინა თავს იცავს და გაეროს წესდების მიხედვით, მას ამის სრული უფლება აქვს.

ალიანსს კი შეუძლია დაეხმაროს უკრაინას თავდაცვის პროცესში. მან მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცენ საჰაერო თავდაცვის სისტემა.

“ბრძოლის ველზე რთული მდგომარეობაა და დაფინანსების გაჭიანურებას პირდაპირი გავლენა აქვს მასზე. ყოველი დღე, როდესაც უკრაინისთვის საჰაერო დახმარება გადაიდება, საშუალებას აძლევს რუსეთს სარაკეტო შეტევები გააძლიეროს. უკრაინას მოცდის საშუალება აღარ აქვს. მას ახლა საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა სჭირდება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება თავი დაიცვას. ეს გაეროს წესდებითაა გაწერილი. შესაბამისად, ჩვენ უფლება გვაქვს, უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ. მაგრამ აუცილებელია, რომ ნატო და მისი მოკავშირეები ამ კონფლიქტში არ ჩაერთონ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend