მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ძირითადი რეფორმა ბრიუსელში საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა. მან მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალ პაქტში შეტანილ ხუთივე საკითხს დაუჭირა მხარი.

ახალი წესები ითვალისწინებს უფრო მეტ სოლიდარობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, მკაცრ კონტროლს საზღვრებზე და თავშესაფრის უფრო ეფექტურ და სწრაფ პროცედურებს.

თუმცა საზოგადოებას აინტერესებს, ამის შემდეგ რამდენად იქნება დაცული  მიგრანტების ფუნდამენტური უფლებები.

ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი ათ კანონს აერთიანებს. ახალი სისტემის მიხედვით, მიგრანტები, რომლებიც უკანონოდ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, შვიდი დღის განმავლობაში გაივლიან იდენტიფიკაციის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემოწმების პროცედურებს, რაც მოიცავს სახისა და თითის ანაბეჭდების ბიომეტრიულ მონაცემებსაც.

პროცედურის მიზანია, განისაზღვროს, რომელმა მიგრანტმა უნდა გაიაროს დაჩქარებული თუ სტანდარტული პროცედურა თავშესაფრის მინიჭებისთვის და ვინ უნდა გააგზავნონ უკან, საკუთარ თუ ტრანზიტულ ქვეყანაში.

ახალი წესები ძალაში 2026 წლიდან შევა, მანამდე კი ევროპარლამენტს კვლავ მოუწევს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა.

ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ თქვა, რომ ახალი წესები იქნება „სამართლიანი“ მათ მიმართ, ვისაც აქვს თავშესაფრის უფლება, „მტკიცე“ მათ მიმართ, ვისაც არა აქვს ის და „მკაცრი“ მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას.

ამავე ამბავზე:

არალეგალურ მიგრაციას “ევროპული პასუხი” სჭირდება – ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის კუნძული მოინახულა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend