მთავარიაზიაირანიახლო აღმოსავლეთში იზრდება ომის გაფართოების საფრთხე

ახლო აღმოსავლეთში იზრდება ომის გაფართოების საფრთხე

“ბოროტმა რეჟიმმა დაუშვა შეცდომა, ის უნდა დაისაჯოს და ის აუცილებლად დაისჯება”, – განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.

ვითარება კიდევ იძაბება ახლო აღმოსავლეთში. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უახლოეს დღეებში ელიან ირანის, ან მასთან კავშირში მყოფი რეჟიმების მიერ სარაკეტო ან უპილოტო დრონებით ისრაელზე იერიშის მიტანას.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნავთობის ფასი 1 პროცენტზე მეტით გაიზარდა და ერთი ბარელის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა.

გასულ კვირას დამასკოში დიპლომატიურ კომპლექსზე თავდასხმის საპასუხოდ ირანი ისრაელს შეტევით დაემუქრა. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ისრაელს ცალსახად არ უღიარებია, რომ სირიას თავს ის დაესხა.

„საელჩოები ნებისმიერ ქვეყანაში განიხილება იმ ქვეყნის მიწის ნაწილად, რომელიც მას ფლობს. როცა ისინი თავს ესხმიან ჩვენს საელჩოს, ეს იგივეა, რაც ჩვენს მიწაზე თავდასხმა. ეს საერთაშორისო ნორმაა“, – განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.

ჯერ არ არის ნათელი, ირანისა და მასთან კავშირში მყოფი რეჟიმების პოტენციური თავდასხმა გარდაქმნის თუ არა კონფლიქტს უფრო ფართო და უფრო ხანგრძლივ ომად.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ უბიძგებს ისრაელს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყანას ირანის ან მის მიერ მართული ძალების თავდასხმის შემთხვევაში.

„როგორც მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის ფოლადივით მყარი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელი ირანისა და მისი მარიონეტების თავდასხმისგან”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

ირანის მიერ მართული ყველაზე დიდი დაჯგუფება “ჰეზბოლაა”, რომელიც დაფუძნებულია სამხრეთ ლიბანში და ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყებიდან თითქმის ყოველდღიური იბრძვიან ისრაელის სამხედრო ძალებთან.

თუმცა აშშ-ს დაზვერვა მიუთითებს, რომ ირანისა და მისი მარიონეტების თავდასხმა, შესაძლოა, სულაც არ მოხდეს ისრაელის ჩრდილოეთიდან, საიდანაც ლიბანი ესაზღვრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend