მთავარიაზიაღაზააშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის ქალაქ რაფაჰში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისგან თავი შეიკავოს

აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის ქალაქ რაფაჰში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისგან თავი შეიკავოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოუწოდებს, ღაზის ქალაქ რაფაჰში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისგან თავი შეიკავოს, რადგან მას დამანგრეველი შედეგი მოჰყვება.

შეშფოთებას გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოებაც, რადგან, ქალაქს, რომელზეც შესაძლოა, ისრაელმა იერიში მიიტანოს, თითქმის მილიონ-ნახევარი იძულებით გადაადგილებული პალესტინელი აფარებს თავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით,  აშშ-მ ისრაელს მკაფიოდ განუცხადა, რომ რაფაჰში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წამოწყებას უარყოფითი გავლენა ექნება იქ მყოფ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ეს კი საბოლოოდ თავად ისრაელის უსაფრთხოებას დააზარალებს.

აშშ ისრაელისგან კონკრეტულ გეგმას არ ითხოვს. მათ უკვე აუხსნეს,  რომ არსებობს უკეთესი გზა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რომელიც რაფაჰში მყოფი „ჰამასის“ ბატალიონების დაშლასა და დამარცხებას გულისხმობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ რაფაჰში აუცილებლად ჩატარდება ოპერაცია, თარიღი უკვე დადგენილია. უფრო მეტ დეტალზე პრემიერ-მინისტრს აღარ უსაუბრია.

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი წევრების მიღების კომიტეტს განსახილველად გადასცა  განაცხადი გაეროში პალესტინის სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათი მებრძოლები ტოვებენ სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისის არეალს.

პალესტინელები უკვე ბრუნდებიან ქალაქში, რათა დანგრეულ შენობებში თავიანთი ნივთები მოძებნონ. თუმცა, სამწუხაროდ,  მათ მშობლიური ქალაქი მიწასთან გასწორებული დახვდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend