ევროინტეგრაცია 9 აპრილს დაწყებული გზის გაგრძელებაა – აცხადებენ 9 აპრილის გმირები და ამ გმირების ოჯახის წევრები.
კოალიციამ “ინფორმაციის სანდოობისთვის” 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ხალხი შეკრიბა და იმ ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის თავზე ევროინტეგრაციის შესახებ ჰკითხა აზრი.
“თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის, წლების წინ დაწყებული ბრძოლა, ახლა ჩვენ ქმედით ნაბიჯებში უნდა ვთარგმნოთ, უნდა მოვითხოვოთ ის რეფორმები, რომელიც საჭიროა საბოლოო მიზნისთვის. არაერთი სიცოცხლე შეეწირა ამ მიზანს, მათ შორის ბებიაჩემის – ამბობს 9 აპრილს დაღუპული 61 წლის ზაირა კიკვიძის შვილიშვილი, ანა ალბუთაშვილი, რომელმაც ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრა.