მთავარისაქართველოქვეყნის საზღვრები უსაფრთხოების სისტემაში

ქვეყნის საზღვრები უსაფრთხოების სისტემაში

ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო კონტროლია. ქვეყანა მაშინ არის უსაფრთხო, როდესაც მისი საზღვარი და სანაპირო სივრცეა დაცული. თუ საზღვრების დაცვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში განვიხილავთ, ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძე 1839 კმ-ია. აქედან: თურქეთის რესპუბლიკასთან საზღვრის სახმელეთო მონაკვეთი 275 კმ-ია. სომხეთის რესპუბლიკასთან – 224 კმ. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 446 კმ. რუსეთის ფედერაციასთან – 894 კმ. საზღვაო აკვატორია კი დაახლოებით 320 კილომეტრს შეადგენს.

საზღვრის დაცვას ე.წ. „მწვანე ზონაში“ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიცია. ეს ის სრული სასაზღვრო ტერიტორიაა, რომელზეც საკონტროლო გამშვები პუნქტები არ არის. სანაპირო დაცვას საზღვაო აკვატორიაში სანაპირო დაცვა უზრუნველყოფს. საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები არ ჰყავს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებს საპატრულო პოლიცია ზედამხედველობს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას საზღვარი დადგენილი აქვს მხოლოდ თურქეთთან. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ზოგადად რუსეთი.

საზღვრების დელიმიტაციას ანუ საზღვრის განსაზღვრას და შემდგომ მის დემარკაციას განსაზღვრავს სამთავრობო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს.

ბოლო დროს მედიაში სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, მაგალითად, სომხურ მედიაში განაცხადეს, რომ თითქოს დელიმიტაციის მოლაპარაკებების შედეგად სომხეთი საქართველოს ერთ სოფელს გადასცემს ლორეს მხარეში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, გრძელდება, დამატებითი დეტალები უცნობია.

საქართველოს საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” უფროსმა მკვლევარმა თემურ კეკელიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend