სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სამ დეპუტატს: დავით სანაკოევს, ძამბოლატ მედოევსა და გარი მულდაროვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვათ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ეს რეაგირება მათ მიერ ,,საქართველოსთან საზღვრების 1922 წლის ფორმატში დაბრუნების შესახებ“ ინიციატივის წამოყენებას მოჰყვა. დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი ინიციატივა რუსეთში აღიქმებოდა, როგორც ქვეყნის საზღვართან დაძაბულობის გაზრდის მცდელობა. ადრე სამივე დეპუტატი მწვავედ აკრიტიკებდა სამხრეთ ოსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს სოფელი წნელისა და 200 კვ.მ სამხრეთის ოსეთის მიწის საქართველოსთვის დათმობისთვის.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯია ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” იურისტ ანა გახოკიძეს ესაუბრა.