მთავარიაზიაღაზაისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა საქველმოქმედო ორგანიზაციის ოთხი თანამშრომელი

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა საქველმოქმედო ორგანიზაციის ოთხი თანამშრომელი

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის ოთხი თანამშრომელი და მათი პალესტინელი მძღოლი, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზაში  პალესტინელებს საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდებაში ეხმარებოდნენ.

ჰუმანიტარული ტვირთი რამდენიმე საათით ადრე ღაზაში გემით ჩავიდა. რამდენიმე მათგანს დამცავი სამოსიც ეცვა ორგანიზაციის ლოგოთი.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ერთ გარდაცვლილს ბრიტანული პასპორტი ჰქონდა, მეორეს -ავსტრალიური, მესამეს კი – პოლონური. მეოთხე დაღუპულის ეროვნება ჯერჯერობით დაუდგენელია. მათ მანქანას ჭურვი ჩრდილოეთ ღაზაში გადასვლისთანავე მოხვდა.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გამოძიება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, რათა დაადგინონ ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებები.

ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში კი ისრაელელთა იერიშის შედეგად დაიღუპა  6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

რაფაჰს ახლა მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. მათი უმეტესობა 7 ოქტომბრის შემდეგ იძულებით გადაადგილებულად იქცა.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინოს კომბოსი ამბობს, რომ კვიპროსიდან ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 3 გემი უკვე უახლოვდება ალყაში მოქცეულ ტერიტორიას.

გემები კვიპროსიდან გასულ შაბათს გამოვიდნენ, ბორტზე ასობით ტონა დახმარებაა, რომელიც საკმარისია მილიონი ადამიანის გამოსაკვებად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend