ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც ორგანიზაციის „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ შემაჯამებელ შეხვედრაზე იმსჯელეს.
სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ამ ორი დარგის დაახლოებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც პერსპექტივაში ამ ორი მიმართულების გაერთიანებით დასრულდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანება – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფსიქიატრმა, ნანა ზავრადაშვილმა ისაუბრა.