ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში 16 წლის ახალგაზრდები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ მუშაობენ და გადასახადებსაც იხდიან. ისინი შესაძლოა სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობებშიც იყვნენ ჩართული. თუმცა მათ არჩევნებზე ხმის მიცემა არ შეუძლიათ.
ვროპის ახალგაზრდული ფორუმი აგრძელებს ბრძოლას, რომ ხმის მიცემის უფლება 16 წლის ახალგაზრდებსაც მიეცეთ. ევროპის ახალგაზრდული ფორუმის 28 წლის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს დემოკრატიის გაძლიერების გზა იქნება.
ზოგიერთი ქვეყნის 18 წლამდე მოქალაქეს შეუძლია, ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში. 16 წლის ახალგაზრდებს ხმის მიცემის შესაძლებლობა აქვთ ავსტრიაში, გერმანიაში, მალტასა და ბელგიაში, საბერძნეთში კი ამომრჩეველთა ასაკი 17 წლით არის განსაზღვრული.
ევროკავშირის პროექტებიდან ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus, როუმინგის გადასახადების დასრულება და მატარებლის საშვი Interail. ეს პროექტები მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.
ევროპის მასშტაბით ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობა 18 წლიდან მხოლოდ 15 წევრ ქვეყანაში შეუძლიათ.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ასაკი ბულგარეთში, კვიპროსში, ჩეხეთში, ესტონეთში, ირლანდიაში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და სლოვაკეთში – 21 წლით განისაზღვრება.
რუმინეთში არჩევნებში მონაწილეობა 23 წლიდან არის შესაძლებელი, ხოლო იტალიასა და საბერძნეთში ბარიერი 25 წელია.