მთავარიევროპაუკრაინასაფრანგეთი უკრაინას ასობით ჯავშანმანქანასა და „ასტერის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას ასობით ჯავშანმანქანასა და „ასტერის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს

უკრაინის რამდენიმე ქალაქი რუსული რაკეტებისა და მართვადი საავიაციო ბომბების სამიზნე გახდა.

ხარკივის ხელისუფლება ქალაქის ცენტრთან ახლოს საცხოვრებელ რაიონზე მიტანილი იერიშების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მანამდე კი ქალაქ ლვივში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კვირას ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა გაათავისუფლეს კიევთან ახლოს მდებარე სოფელი ბუჩა, რომელიც რუსეთის ომის დანაშაულის სიმბოლოდ იქცა. რუსების უკან დახევის შემდეგ ქუჩებში უამრავი დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ორი წლის წინ მთელმა მსოფლიომ დაინახა უკრაინელების ბრძოლის ჭეშმარიტი აზრი.

ზოგისთვის ეს, სამწუხაროდ, მორიგი ომი იყო. თუმცა საბოლოოდ საზოგადოებამ აღიქვა ომის სიმძაფრე და ის, რომ უკრაინა მხოლოდ თავის სახელმწიფო საზღვარსა და სუვერენიტეტს არ იცავს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ კვირას მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ პარიზი კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას და ომში ჩართულ ქვეყანას ასობით ჯავშანტექნიკასა და „ასტერის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს. ლეკურნიუს თქმით,  იარაღს 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში მიაწვდიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend