ქართული თაფლის ექსპორტი 2024 წლის პირველ კვარტალში 52%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. შეცვლილია გაყიდვის გეოგრაფიაც.
თუკი 2023 წელს მთავარი საექსპორტო ქვეყნები საფრანგეთი და ჩეხეთი იყო, წელს ევროკავშირის ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოხვდა ამ ჩამონათვალში.
ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად კი თაფლის მწარმოებელთა ასოციაციაში თავად პროდუქტის სიმცირეს ასახელებენ.
ამ საკითხებზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში მეფუტკრეობის განვითარების სპეციალისტმა ერეკლე ჩიკვაიძემ ისაუბრა.