მთავარიმსოფლიოGmail 20 წლის გახდა

Gmail 20 წლის გახდა

კომპანია Google-ის თანადამფუძნებელებს, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდათ. მათ 20 წლის წინ პირველ აპრილს Email Gmail-ით შეცვალეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ცვლილებას არავინ დაიჯერებდა და ყველას საპირველაპრილო ხუმრობა ეგონებოდა, თუმცა დღეს Gmail უკვე 20 წლის შესრულდა.

Gmail იყო უფასო სერვისი, რომელიც 20 წლის წინ თითოეულ მომხმარებელს 1-გეგაბაიტიან მეხსიერებას სთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ 1 გეგაბაიტი დღეს არაფერს ნიშნავს, იმ დროისთვის Gmail-ის მოცულობა 500-ჯერ აღემატებოდა Yahoo-ს, Microsoft-სა და მისი სხვა კონკურენტებისას.

გარდა მეხსიერების ასეთი ზრდისა, Gmail აღჭურვილი იყო Google-ის საძიებო სისტემით, რომლითაც მომხმარებლებს უფრო მარტივად შეეძლოთ სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება.

“ის ელფოსტის სერვისი, რომელსაც ახლა თითქმის 2 მილიარდამდე ადამიანი იყენებს, 20 წლის წინ შეიქმნა და დღითიდღე იხვეწება. მე ვიყავი ის რეპორტიორი, რომელიც 20 წლის წინ, პირველ აპრილს, ჩავიდა იმ ადგილას, რომელსაც ახლა GooglePlex-ს უწოდებენ. პატარა ოფისში შემიყვანეს, სადაც Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი იჯდა და იღიმოდა. მან Gmail-ის თავდაპირველი ვერსია მაჩვენა და მითხრა: ,,ვფიქრობ, ეს ხალხს ნამდვილად მოეწონება”, – ამბობს მიხაილ ლიდკე, გამოცემა Associated Press-ის რეპორტიორი.

20 წლის წინ ეს ყველაფერი იმდენად არარეალურად ჩანდა, რომ მომხმარებლებს ეგონათ, რომ კომპანია Google მათ ატყუებდა.

დღეს Gmail-ს დაახლოებით 1,8 მილიარდი აქტიური ანგარიში აქვს – თითოეულს კი 15 გეგაბაიტი უფასო მეხსიერება Google Photos-სა და Google Drive-თან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეხსიერება 20 წლის წინანდელზე 15-ჯერ მეტია, ის მაინც არ არის მომხმარებლისთვის საკმარისი.

“Google-ში ყოველთვის სურდათ ელექტრონული ფოსტის გაუმჯობესება, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ბაზარზე არსებული ყველა ელფოსტა, რომელსაც საკმარისი მეხსიერება არ ჰქონდა, ნელა მუშაობდა. საბოლოოდ, საპირველაპრილო ხუმრობა უდიდეს ტექნოლოგიურ ნახტომად იქცა ხალხისთვის”, – ამბობს მიხაილ ლიდკე, Associated Press-ის რეპორტიორი.

Google-მა 20 წლის წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა თავიდან ყველას არ შეეძლო Gmail-ით სარგებლობა, კომპანიამ თავდაპირველად ეს პლატფორმა მხოლოდ მცირე აუდიტორიისთვის შექმნა. მოთხოვნა დიდი იყო, წვდომა კი არც ისე. იყო პერიოდი, როცა Gmail-ის ანგარიშის გასახსნელად მოსაწვევები eBay-ზე 250$ დოლარად იყიდებოდა.

2007 წლის პირველ აპრილს კი Google-ს დაემატა ახალი ფუნქცია “Gmail Paper”, რომელიც კომპანიის თქმით, მომხმარებლებს ელფოსტაზე არსებული არქივების დაბეჭდვას სოიოსგან დამზადებულ ორგანულ ფურცლებზე სთავაზობდა. მაშინ Google ნამდვილად ხუმრობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend