მთავარიმსოფლიორა ესმით ძაღლებს

რა ესმით ძაღლებს

ბუდაპეშტში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძაღლებს ადამიანების ენა ესმით.

18 ძაღლს უკვე ჩაუტარდა კვლევა. დადგინდა, რომ ძაღლების ეს შესაძლებლობები თანდაყოლილია  და ამისთვის არც განსაკუთრებული ნიჭია საჭირო და არც მისი  სპეციალურად გაწვრთნა.

ძაღლების ბევრი მეპატრონე ამტკიცებს, რომ შინაურ ცხოველებს მათი ენა ესმით. თუკი ძაღლს ეტყვი, ბურთი მოგიტანოს, ის ასეც იქცევა – მოაქვს ბურთი და არა რაიმე სხვა საგანი თუ სათამაშო. ბუდაპეშტში მეცნიერები ამბობენ, რომ მათ აქვთ ამის მტკიცებულებები, რადგან 18 ძაღლს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე ჩაუტარდა კვლევა.

მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ როდესაც პატრონი ძაღლს სხვა საგანს აჩვენებს, მათ ტვინში ე.წ. მოულოდნელობის რეაქცია ჩნდება.

ლორანდის უნივერსიტეტის მკვლევარ მარიანა ბოროსის თქმით, ძაღლების გარკვეული შესაძლებლობებისა და ტვინის  სტიმულატორის შესწავლის პროცესში ისინი ადგენენ, რა საერთო აქვთ მათ ადამიანებთან.

მეცნიერები კვლევის საფუძველზე ასკვნიან, რომ  პატრონებმა ძაღლებს  რამდენიმე ბრძანების შესრულება კი არ უნდა მოსთხოვონ, მაგალითად, არა დაჯდომა ან რამე საგნის მოტანა, არამედ უმჯობესია, სხვადასხვა საგნის აღმნიშვნელი სიტყვები შეასწავლონ მათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend