1945 წელს გეოპოლიტიკა შეიცვალა, ახალი მოცემულობის საფუძველი კი ოპენჰაიმერის მიერ შექმნილი იარაღი, ატომური ბომბი გახდა.
აღმოსავლეთ ევროპის ველზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი მძვინვარებს. ხარკივიდან შავ ზღვამდე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ასობით ტანკითა და ჯავშანმანქანით ათასობით ჯარისკაცი იბრძვის.
სამხედრო დრონების, MIG-ის ტიპის სამხედრო-საჰაერო ხომალდებისა თუ ბალისტიკური რაკეტების ფონზე კი ყველაზე სახიფათო ბირთვული იარაღია.
უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ კი რუსმა მაღალჩინოსნებმა ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს.
2022 წლის 28 თებერვალს შეჭრიდან 4 დღეში ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფოს ბირთვული სამხედრო ნაწილები მზადყოფნის საგანგებო ეტაპზე გადაიყვანა. იმავე წლის 22 აპრილს კრემლმა გამოცადა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა.
2022 წლის 21 სექტემბერს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლი მის არსენალში არსებული ყველა სახის შეიარაღების, მათ შორის ბირთვულის გამოყენებისთვის მზად იყო.
1-ელ ოქტომბერს რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებისკენ მოუწოდა.
2023 წლის 25 მარტს კრემლმა ბელარუსში ბირთვული შეიარაღება განათავსა.
ბირთვული რიტორიკის მიუხედავად მოსკოვში ნატოსთან სამხედრო დაპირისპირებას გამორიცხავენ.
“ვაშინგტონი გლობალური სამხედრო რესურსის საერთო მოცემულობის 40 პროცენტს ხარჯავს, ჩვენ კი 4 პროცენტსაც არა. ამ გადმოსახედიდან ნატოზე თავდასხმას როგორ უნდა ვაპირებდეთ? სისულელეა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს უკრაინის შემდეგ ნატოზე თავდასხმას ვაპირებთ. უკრაინას თუ F-16 სახის სამხედრო საჰაერო ხომალდებს გადასცემენ, ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ამ ხომალდებით ბირთვული შეიარაღების გამოყენებაა შესაძლებელი და შესაბამისად მოვიქცევით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მეორე მხრივ, ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან სამის არსენალში შეხვდებით ბირთვულ შეიარაღებას. საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები საერთო ჯამში 7 ათასამდე ბირთვულ ქობინს ფლობენ. ამერიკული ბირთვული შეიარაღება განთავსებულია იტალიის, გერმანიის, თურქეთისა, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე.
უკრაინაში მიმდინარე გიგანტური დაპირისპირების ფონზე გრძელდება ცივი ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს უდიდესი სამხედრო მანევრებიც, რომლებშიც 90 ათასი ჯარისკაცი და ასობით სამხედრო-საჰაერო, საზღვაო ხომალდი და ათასობით ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობს.
Twelve NATO Allies agreed to further expand military aviation training across the Alliance.
After the latest expansion, Allied aircrews will have access to cutting-edge training opportunities in fourteen different locations 🌍
— NATO (@NATO) March 27, 2024