მთავარიევროპაუკრაინაევრო 2024 - ომში მყოფი უკრაინის გამარჯვება

ევრო 2024 – ომში მყოფი უკრაინის გამარჯვება

საფეხბურთო მატჩის 84-ე წუთზე მიხაილო მუდრიკის გატანილმა გოლმა უკრაინას გამარჯვება მოუტანა.

ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

უკრაინელი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობენ, ვროცლავი, პოლონეთი, 26 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Czarek Sokolowski

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ომის დროსაც საფეხბურთო სკოლებში ვარჯიშობენ.

“ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების, მათ ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, თუ ვინ ვართ და რისი ღირსები ვართ. უკრაინა ერთიანი და ძლიერი ქვეყანაა მრავალი თვალსაზრისით’’, – ამბობს არტემ მიხაილენკო, საფეხბურთო აკადემიის წევრი.

,,ბავშვები ყოველდღიურად უყურებენ ფეხბურთს, ჰყავთ კერპები, ეცნობიან ფეხბურთელების ისტორიებს. მათ აქვთ ოცნებები და მიზნად ისახავენ უამრავ რამეს. ბევრ მათგანს სურს, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს, ამიტომ ჩვენი ნაკრების ეს წარმატება ძალიან დადებითი მოვლენაა’’, – ამბობს ანატოლი კარტაშოვი, მწვრთნელი.

ისლანდიის წინააღმდეგ საშინაო თამაში უკრაინამ პოლონეთში გამართა, რადგან უეფაში ფიქრობენ, რომ საერთაშორისო თამაშების უკრაინაში ჩატარება ძალიან სახიფათოა.

უკრაინის გულშემატკივრებმა ვროცლავის სტადიონზე ყვითელი და ლურჯი ფერის დროშები გამოფინეს. გამოფინეს წარწერებიც, რომლითაც რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ.

გამარჯვების შემდეგ უკრაინა E ჯგუფში ბელგიასთან, რუმინეთსა და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა.

ახლა უკრაინის გულშემატკივრები ფეხბურთელებს გერმანიის სტადიონების ტრიბუნებიდან გაამხნევებენ. მიუხედავად ომისა, პატარა ფეხბურთელები ისევ  ვარჯიშობენ და იმედი აქვთ, რომ მათი ქვეყანა კიდევ ბევრჯერ გაიმარჯვებს.

ბავშვები ვარჯიშის დროს, კიევი, უკრაინა, 27 მარტი, 2024 წელი Copyright AP PHoto/Vadim Ghida

,,ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ძლიერი ერი ვართ და ომიც კი ვერ გვიშლის ხელს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში’’, – ამბობს ჰლიბ კოჩეტოვი, საფეხბურთო აკადემიის წევრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend