მთავარიმსოფლიოVALENTINO-ს შემოქმედებითი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

VALENTINO-ს შემოქმედებითი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

მოდის სახლ ,,ვალენტინოს“ კრეატიული დირექტორი პიერპაოლო პიჩიოლი თანამდებობას ტოვებს.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ემოციურ განცხადებაში პიჩიოლიმ ბრენდთან თავისი 25-წლიანი საქმიანობა შეაფასა და მადლობა გადაუხადა მოდის სახლის დამფუძნებლებს, ვალენტინო გარავანსა და ჯანკარლო ჯამეტის.

პიერპაოლო პიჩოლი ცნობილ მოდის სახლთან 1999 წლიდან თანამშრომლობდა. მან იქ თავდაპირველად აქსესუარების დიზაინერად დაიწყო მუშაობა.

REUTERS/Sarah Meyssonnier

2008 – 2016 წლებში პიჩიოლი „ვალენტინოს“ იტალიელ დიზაინერ მარია გრაცია ქიურისთან ერთად ხელმძღვანელობდა. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც მარია გრაცია „დიორის“ მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, პიერპაოლომ „ვალენტინოს“ კრეატიული მართვა დამოუკიდებლად განაგრძო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს მოდის სახლს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend