მთავარიევროპაუკრაინაკიევში ასობით მომიტინგემ აზოვსტალის მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა

კიევში ასობით მომიტინგემ აზოვსტალის მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა

კიევში, ევროპის მოედანზე, ასობით მომიტინგე შეიკრიბა და „აზოვსტალის“ 700-მდე დამცველის გათავისუფლება მოითხოვა, რომლებიც ამ დრომდე რუსეთის ტყვეობაში არიან.

დემონსტრანტებს ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის ყოფილი სამხედრო ტყვეებიც შეუერთდნენ.

,,ეს არის კამპანია მარიუპოლის დამცველების მხარდასაჭერად. თითქმის მთელი გარნიზონი, რომელიც მონაწილეობდა მარიუპოლის დაცვაში, ახლა ტყვეობაშია, არაადამიანურ პირობებში. ისინი წამებითა და შიმშილით იღუპებიან. ბევრი ისეთ მდგომარეობაში ბრუნდება, რომ მკურნალობაც შეუძლებელია. ზოგი უკვე გარდაიცვალა. არიან ბიჭები, რომლებიც აქ იხოცებიან, რადგან მათი სხეული და გული მკურნალობას  ვერ უძლებს”, – განაცხადა აზოვის დანაყოფის ყოფილმა მებრძოლმა, ვლადისლავ ჟაივორონოკიმ.

ყოფილი სამხედრო ტყვე და აზოვის დანაყოფის ამჟამინდელი მებრძოლი, მარია ჩეხი ამბობს, რომ რუსეთის ტყვეობაში გაუსაძლის პირობებში იყო, აწამებდნენ ფიზიკურად, არ ჰქონდა საკმარისი საკვები და წყალი. არც მიმდინარე მოვლენების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას.

„რატომ ვართ აქ? ევროპასა და მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ,  რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს. ისინი იქ  საშინელ პირობებში ჰყავთ“, – განაცხადა აზოვის დანაყოფის მებრძოლმა, მარია ჩეხიმ.

კიევში შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპელი ლიდერები რუსეთის აგრესიას სერიოზულად არ აღიქვამენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend