მთავარიევროპარუსეთიკრემლი უკრაინაში სარაკეტო დარტყმების შესახებ იუწყება

კრემლი უკრაინაში სარაკეტო დარტყმების შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ინფრასტრუქტურაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება. კრემლში კი აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი, რკინიგზა, ტყვია-წამლის საცავები და საწვრთნელი პოლიგონები დაიბობმა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დამიზნების შეარაღების გამოყენებით კიევის ნეონაცისტური რეჟიმის კუთვნილ სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსზე წარმატებული იერიში მიიტანეს. გავანადგურეთ ასევე NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ კიევისთვის გადაცემული შეიარაღებისა და ტყვია-წამლის ნაწილიც“, – განაცხადა იგორ კონაშენკოვმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს სარაკეტო იერიში და კიევზე მიტანილი დარტყმაც ბელგოროდსა და კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო მოხდა. ბელგოროდის ოლქს უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული სამხედრო დაჯგუფებები უტევენ. ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაიწყო ევაკუაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend