ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი დილიდან იბომბება, ყველგან აფეთქებების ხმა ისმის.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ახალ რეზოლუციას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ისრაელი მაინც ბომბავს ღაზას, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია ჰუმანიტარული კრიზის წინაშე.
შეერთებული შტატების მიერ მომზადებული რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს. უშიშროების საბჭოს 15 წევრი 21 აპრილს დახურულ კარს მიღმა შეიკრიბა ღაზაში არსებული ვითარების განსახილველად.
აშშ-ის ელჩს ლინდა თომას-გრინფილდს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარს დაუჭერენ.
შეერთებული შტატები კი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას წარუდგენს, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს. https://t.co/Q4WRTVFW5Q
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 22, 2024
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობა გაიზარდა 32,000 -ამდე, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
პალესტინელმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ ნაწილში მოულოდნელი თავდასხმისას 1200 ადამიანი დახოცეს, 250 კი გაიტაცეს.
,,ჰამასის“ ტყვეობაში ამჟამად 100 ადამიანია.
ისრაელის არმია უკვე მეექვსე თვეა, აგრძელებს საჰაერო და სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში. რეგიონში, რომელიც ისრაელის საპასუხო იერიშის შემდეგ ალყაშემორტყმულია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.
ისრაელი არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განადგურდება.